ღია მმართველობის საბჭომ პირველ სხდომაზე საბჭოს დებულება დაამტკიცა

16 ივნისი

2020 წლის 15 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს ღია მმართველობის საბჭოს დებულება.

სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სხდომის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთვნენ ასევე გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.

განცხადებები

პრეს-რელიზი