საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე ფინანსთა და   ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ -  თინათინ ზოიძემ წარმოადგინა. ცვლილება საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი უზუსტობებისა თუ ხარვეზების კორექტირებაზეა ორიენტირებული.

 სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

განცხადებები

პრეს-რელიზი