10 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურები დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ჩხარტიშვილს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

  მოხსენების დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა მოისმინეს მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებები რეორგანიზაციის, საბიუჯეტო ნაშთის, სახელფასო ფონდის გადანაწილების, მოძრავი სატელევიზიო სადგურისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომელთაც, სხდომის ბოლოს, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის მისამართით გამოხატეს თავიანთი პოზიციები.

  კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში ბიურო წარედგინება.