08 ივნისი

ქალაქი ბათუმი                                      8 ივნისი, 2020 წელი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა 2020 წლის 9 ივნისს, 12 საათიდან.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                    დავით გაბაიძე