08 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის - „EECDM-ის“ ონლაინ ანგარიშების ინიციატივის ფარგლებში, ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებსა და პროექტ - “DRIVE Democracy” მონაწილეებს ონლაინ ფორმატში შეხვდა.

 ინიციატივა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 დავით გაბაიძე შეხვედრაზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გახორციელებული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა და საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივებზე, ასევე ქვეყანაში დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც „EECMD-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე ესწრებოდა, ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, დავით გაბაიძემ არაერთ საინტერესო შეკითხვას უპასუხა.