აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სილეზიის სავოევოდოს წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

04 ივნისი

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის, სილეზიის სავოევოდოს მარშალის იაკუბ ჩელსტოვსკისა და სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარის, იან კავულოკის ინიციატივით გაიმართა, მხარეებმა რამდენიმე საკვანძო თემა განიხილეს. მათ შორის, პანდემიის პირობებში არსებული მდგომარეობა და მეწარმეთა მხარდაჭერის ინიციატივები.

შეხვედრაში აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიიღეს მონაწილეობა. მხარეებმა ტურიზმის, ავიაციისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

შეხვედრას ზემო სილეზიიდან ესწრებოდნენ სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიჩეხ ქაუჟა, სილეზიის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი მარია მათერლა, ზემო სილეზიის მეწარმეთა განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ბოგდან თრაჯიქი, ზემო სილეზიის სავოევოდოს მეწარმეთა განვითარების სააგენტოს, მედსილეზიის ჯგუფის ხელმძღვანელი იზაბელა ჩერემჰა,კატოვიცეს აეროპორტის დირექტორი პაველ ვოჟდა, სილეზიის საავიაციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ქშიშტოფ ქრისტოვსკი და ზემო სილეზიის ფონდის დირექტორი ქრისტიან სტენფინი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი