03 თებერვალი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე 3 თებერვალს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროების იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოში გამართული სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებს მიეძღვნა. გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა თემატურ ჯგუფს წარუდგენს.