26 მაისი

   საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვით დაიწყო ვიდეო შეხვედრა ქვემო სილეზიის (პოლონეთის რესპუბლიკა) რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრჟეი იაროშმა.
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ხაზი გაუსვა აჭარისთვის „მწვანე ზონის“ სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და პოლონელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში რეგიონისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
  საერთაშორისო პარტნიორებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მტკიცე მხარდაჭერა და წარმოადგინეს როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე, სამომავლო დისტანციური თანამშრომლობის ფორმატის რამდენიმე ვარიანტი.
  შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილი სამმხრივი სამიტის თემაც განიხილეს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ბრანდენბურგის ლანდტაგსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის გაიმართება