24 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას შეუერთდა, რაც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპის განხორციელებას ითავლისწინებს.
 პირველ ეტაპზე, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება 10 ათასზე მეტი ოჯახს დაეხმარა. მეორე ეტაპზე კი სასურსათო კალათებს 20 ათასი ოჯახი მიიღებს. მათ შორის არიან:  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
მარტოხელა პენსიონერები; სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები; მარჩენალდაკარგული (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილები (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე); მარტოხელა მშობლები (მარტოხელა დედა/მამა); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 
 აჭარის უმაღლესი საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდორის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის მხრიდან ეს არის დროული და საჭირო დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისადმი. საკანონმდებლო ორგანოს წევრი მხარს უჭერს თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ერთვება სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპის განხორციელების პროცესში ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.