22 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ამჯერად უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ტიტე აროშიძეს მოუსმინეს.

 უწყების 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც 15 362 854 ლარს შეადგენდა, მინისტრის განცხადებით, 91 %-ით შესრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშან სულ 9 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა. მომხსენებელმა  კანონმდებლებს მიმდინარე პროექტების პარალელურად, პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა, ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

  მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს.