ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

19 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მერაბ კარანაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

 ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ხოლო ჯიბინაური-ბროლაძეების გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში,  უკვე მოეწყო წყალგამტარი მილები და ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტირებულია ორი სამანქანე ხიდი.
 მერაბ კარანაძის განცხადებით, გზა ზედა ახალშენისა და განახლების ადმინისტრაციულ ერთეულებს ერთმანეთთან დააკავშირებს და პარალელურად, უმოკლესი შემოვლითი გზის ფუნქციასაც შეასრულებს. რეაბილიტირებული გზით 300 ოჯახი ისარგებლებს.

განცხადებები

დღის წესრიგი