15 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტი ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», მეორე მოსმენით წარადგინა.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.