ხვიჩა შარაშიძე: „თანადგომა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია“

11 მაისი

  ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის“ დამფუძნებელი - ხვიჩა შარაშიძე, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, საქველმოქმედო აქციებს  აგრძელებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, შპს „ჩემი სახლის“ მიერ შეძენილი სასურსათო კალათებით, ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 72 ოჯახს დაეხმარა.

  -პანდემიის გამო ბევრი ოჯახი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩდა. ამიტომ ყველა, ვისაც დახმარების საშუალება აქვს, მხარში უნდა ამოუდგეს ადამიანებსა და სახელმწიფოს. ვფიქრობ, დღეს თანადგომა და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე. მის მიერ გადარიცხული  5 000 ლარით შეძენილი სხვადასხვა სახის პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები მუნიციპალიტეტის მერმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქედის მსგავსად, იმ ოჯახებს მიუტანეს, რომელთაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
 დეპუტატის განცხადებით, აქციები ეტაპობრივად გაგრძელდება და ამ დღეებში  სასურსათო კალათებს ხულოს მოსახლეობაც მიიღებს.

განცხადებები

დღის წესრიგი