ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

11 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - მერაბ კარანაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე- მუნიციპალტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კაპანდიბი-ახალსოფლის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა და მახოს ხიდის სრული რეაბილიტაცია.

  აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის, 1 135 800 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „ზიმო -7“ ახორციელებს. რეაბილიტირებული გზით მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 2500 ოჯახი ისარგებლებს.

  სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

 

განცხადებები

დღის წესრიგი