05 მაისი

  აჭარის  2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

  ანგარიში კანონმდებლებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.  მისი განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, შემოსავლების ნაწილში კი 108 %-ით შესრულდა. რაც შეეხება გადასახდელებს, აქ შესრულების მაჩვენებელი - 105, შემოსავლების ნაწილში - 198 %, ხარჯვითი ნაწილში კი -  კი 95,3 % -ია.

  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით სხდომაზე თანამოხსენება წარმოადგინა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს.

  კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.