30 იანვარი

ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში პირველი საკანონმდებლო ინიციატივები რეგისტრირდება და შესაბამისი პროცედურები უახლოეს დღეებში დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიას მომზადებული აქვს სამი ინიციატივა და მათ შესახებ კანონმდებლებმა ამავე კომისიის 30 იანვრის გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს.

ეუმების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება გარკვეული უფლებამოსილებების აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის დელეგირებას ითვალისწინებს.

ადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, როგორც ვლადიმერ მგალობლიშვილმა აღნიშნა, საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსის გამოცხადების, ჩატარების, არჩეული დირექტორების რეგისტრაციის, სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენისა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებამოსილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის დელეგირებას ითვალისწინებს.

ობრივ შესაბამის უწყებაზე გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებაზეა ორიენტირებული ამავე კომისიის კიდევ ერთი ინიციატივაც, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და ფიზიკური პირებისათვის ქონების გადაცემისას არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.

სიის გადაწყვეტილებით, სამივე ინიციატივა, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტში დარეგისტრირდება.