02 მარტი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარეს - ვიოლეტა ჰარეზლაკს, სავოევოდოს ვიცე-მარშალს - ლუკაშ პორიკსა და   ამავე სავოევოდოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდა, რეგიონთაშორისი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

 სავოევოდოს ხელმძღვანელები აჭარაში პირველად იმყოფებიან და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში აჭარის საინვესტიციო, ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობიან.

 დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენი რეგიონით დაინტერესებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ  ლუბუშსა და აჭარას შორის სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით განვითარდება.

 შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა უმაღლესი საბჭოს სტუმრებისათვის განკუთვნილ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები დატოვეს.