27 თებერვალი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ილია ვერძაძე და დავით თედორაძე,  ცნობილი ბათუმელი ფოტოხელოვანისა და რეპორტიორის, ფოტოხელოვანთა კავშირის თავმჯდომარის - სეირან ბაროიანის საიუბილეო გამოფენას დაესწრნენ.

 გამოფენა სახელწოდებით - „წამი, რომელიც სიცოცხლეზე გრძელია“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დღეს გაიხსნა და 6 მარტამდე გაგრძელდება. ფოტოხელოვნების მოყვარულები სეირან ბაროიანის შემოქმედებასთან ერთად, იმ ისტორიულ მოვლენებს გაეცნობიან, რომლებიც რეპორტიორის ფოტოობიექტივმა შემოგვინახა.