25 თებერვალი

 საქართველოს ოკუპაციიდან 99-ე წლისთავზე, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ და დავით თედორაძემ აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა საფლავები. 
 1921 წლის 25 თებერვალს, წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო. ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიად შეფასდა. 25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაბლა ეშვება.