დავით გაბაიძემ პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

19 თებერვალი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტი ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», პირველი მოსმენით წარადგინა.
 აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.