საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი წარადგინა.
 კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.
 კომიტეტმა დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი