ბიუროს სხდომა

04 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე, განხილვისა და მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მესამე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.  

 ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. დავით გაბაიძის განცხადებით, კანონის პროექტის მომზადება რიგი საკანონმდებლო ცვლილებებითაა განპირობებული.

 ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.