ბიუროს სხდომა

30 იანვარი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის  ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების  განხილვის პროცედურები იწყება. საკითხი ბიუროს რიგით მეორე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 მისი განცხადებით, უსკო-ს ერთ-ერთ წევრს - გუგული დუაძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ თანამდებობაზე  ასარჩევად წარუდგინა მალხაზ ბოლქვაძისა და ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურები.

 ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.