19 იანვარი

  ბათუმს უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი შეემატება.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ხელისუფლების წარმომადგნლებთან და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, სამშენებლო ობიექტი მოინახულეს.

  საფეხბურთო სტადიონზე ამ დღეებში უკვე დასრულდა სკამების, განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემების მონტაჟი.