ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი - 60

10 იანვარი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 60-წლიანი კვლევა-ძიების შედეგების წარდგენის შემდეგ, მკვლევარებს მნიშვნელოვანი დღე  მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა. საიუბილეო საღამოს ფარგლებში  მოეწყო ინსტიტუტის ექსპედიციებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა.

 ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელები, ხოლო ღვაწლმოსილ მეცნიერს ნოდარ კახიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და ბსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ჯილდო გადაეცათ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი