უმაღლესი საბჭოს 16 თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცა

10 იანვარი

 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის, უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და ჩვენ, ერთობლივად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა არა მხოლოდ კანონმდებლების, არამედ აპარატების თანამშრომელთა დონეზე, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის  უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აპარატის თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემისას. 

 დავით გაბაიძის განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერით, აჭარის უმაღლესი საბჭო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თანაპარტნიორია, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსი -ზურაბ ჭურკვეიძე  შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობს. 2019 წლის სექტემბერში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე ქართული მხარე შავი ზღვის აკადემიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც 5 ქვეყნის პარლამენტების აპარატების წარმომადგენლები გადამზადდებიან. გივი მიქანაძის განცხადებით, აკადემიის პირველ სასწავლო პროექტს მაისში ბათუმი უმასპინძლებს.

 მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ, დავით გაბაიძემ, გივი მიქანაძემ და ზურაბ ჭურკვეიძემ სერტიფიკატები გადასცეს უმაღლესი საბჭოს აპარატის 16 თანამშრომელს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში დისტანციური სტაჟირება გაიარეს.

 დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს, მადლობის ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედალი გადასცა.

განცხადებები

დღის წესრიგი