რიგგარეშე სესია

08 იანვარი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონის პროექტი  III მოსმენით  მიიღეს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი ადგილსამყოფელის - იურიდიული მისამართის გარეთ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

 კანონის პროექტი, ამჯერადაც მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომლებიც წინა განხილვისას გამოითქვა, ასახულია და გაზიარებულია კანონის პროექტში.

 საკითხზე კენჭისყრის დასრულებამდე, სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა. კანონის პროექტის მიღების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე კვლავ დაუბრუნდა მისთვის განკუთვნილ ადგილს.

 კანონმდებლებმა 15 ხმით (ერთხმად) დაუჭირეს მხარი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად წარდგენილ გია ქარცივაძის კანდიდატურას, რის შემდეგაც ფრაქციამ ბოიკოტის რეჟიმი გააგრძელა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

 სხდომაზე ასევე მოისმინეს და ცნობად მიიღეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი