07 იანვარი

 7 იანვარი, შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ბათუმში, სრულიად საქართველოს მსგავსად, ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. საზეიმო მსვლელობა ამჯერადაც ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყო და მას დასაწყისშივე შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, მერაბ ბლადაძე და აპარატის თანამშრომლები.

 «ალილო“ 12 საათზე დაიწყო და ქალაქის რამდენიმე უბანი მოიცვა. მეალილოეთა მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან, ქვეყნისთვის თავდადებულთა პატივისცემის ნიშნად შეჩერდა და კვლავ საკათედრო ტაძართან დასრულდა.

 მეალილოეებსა და შობის მახარობლებს, გზად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონისა და ქალაქ ბათუმის ხელისუფლების, ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოსა და საზოგადოების წარმომადგენლები საშობაო ნობათით შეუერთდნენ.