27 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ  მერაბ კარანაძემ, სასტუმრო „ჰილტონში“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ანგარიშის წარდგენას უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ხვიჩა შარაშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან კაკაბაძის განცხადებით, წელს, რეგიონის მასშტაბით, 56 569 200 ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 54,216 კმ სიგრძის საავტომობილო გზას. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში აშენდა 303 ერთეული ხელოვნური ნაგებობა,  19 ახალი ხიდი, რეაბილიტირებულია 4 ხიდი, გაკეთდა 225 საყრდენი კედელი, 55 დამცავი და წყალარინების ნაგებობა. საგზაო-სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში: დაიგო 118 კვ.მ ხოლო ორმულად შეკეთდა 18000 კვ.მ. საავტომობილო გზა, გაყვანილია 1000 მეტრი სიგრძის წყალგამტარი მილები. მოშანდაკდა 1000 კმ. საავტომობილო გზა, დამზადდა და მოეწყო 1000 საგზაო-საინფორმაციო ნიშანი, შეძენილია 3 ერთეული მძიმე ტექნიკა.

 აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020 წლის ბიუჯეტი 63 მ783 500 ლარია. პრეზენტაციაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პარალელურად, განიხილეს პრიორიტეტებიც.