27 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ,  ტურიზმის სფეროში საუკეთესოთა  დაჯილდოების ყოველწლიურ ღონისძიებაზე, „საუკეთესო ბრენდული სასტუმროს“ ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმრო „ჰილტონის“ წარმომადგენელი დააჯილდოვა.

„მაგნოლია -2019-ის“ გამარჯვებულებად ტრადიციულად დასახელდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მქონე ობიექტები.

 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, მერაბ ბლადაძე, პეტრე ზამბახიძე ესწრებოდნენ.

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულების - ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.