14 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 13 იანვარს ბათუმში დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში გამართულ საახალწლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

სტუმრებმა შობა-ახალი წელი მიულოცეს სამხედრო მოსამსახურეებს და საჩუქრად ტკბილეული მიართვეს. მათთან ერთად დააგემოვნეს ჯარისკაცული ვახშამი. შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. მას მერიის ვაჟთა ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა განსაკუთრებული ლაზათი შესძინა.