ბიუროს სხდომა

11 დეკემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 21-ე სხდომაზე, დღის წესრიგის მცირედი ცვლილების შემდეგ, ,, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» რეგლამენტის პროექტი განიხილეს. საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.
 კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ» დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც.

 ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილება, რომელიც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოდგინა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი