10 დეკემბერი

 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. უნივერსალური დოკუმენტი მოიცავს, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს.

 ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი უმთავრესი საზრუნავი და ძირითადი პრიორიტეტია. ამ უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყველას ერთად და ყოველ ჩვენგანს ცალ-ცალკე ეხება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი, მისთვის საზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის მანდატის ფარგლებში, ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს და მზად ვართ ეს აქტივობები კიდევ უფრო გავააქტიუროთ თითოეული მოქალაქის მოთხოვნის შესაბამისად.