03 დეკემბერი

 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

 მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს განსხვავებული შესაძლებლობები და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველანი, ჩვენი სხვადასხვა შესაძლებლობებით, ერთი ქვეყნის, ერთი საერთაშორისო სივრცის ნაწილი ვართ.

 საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი. ამით ჩვენმა ქვეყანამ შშმ პირთა უფლებების რეალიზაციაზე, საზოგადოებაში ინტერგრირებაზე, მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, საზოგადებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე აიღო პასუხისმგებლობა და ამ მიზნით მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა.