02 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

  სამუშაო შეხვედრაზე  რეგიონში ციტრუსოვანთა რთველის მიმდინარეობა და მოსავლის რეალიზაცია-ექსპორტირების საკითხები განიხილეს. როგორც აღინიშნა, უკვე აღებული მოსავლიდან 8 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული როგორც ტრადიციულ, ისე ახალ საბაზრო სივრცეში, მათ შორის ლიეტუვაში, სინგაპურსა და ყატარში. წელს ტრადიციულად სახელმწიფო სუბსიდიაა გათვალისწინებული არასტანდარტულ მანდარინზეც. სპეციალისტთა შეფასებით, მოსავალი გაცილებით ხარისხიანია, რაც მოვლისა და შენახვის პირობების გაუმჯობესების შედეგია.

  შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.