უმაღლესი საბჭოს ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

26 ნოემბერი

 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.

 ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი კომიტეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმდომარემ დავით გაბაიძემ წარუდგინა.

 კანონპროექტის ძირითადი მიზანია ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილი რეგლამენტაცია.

 კომიტეტმა განხილულ კანონპოექტს მხარი დაუჭირა.