25 ნოემბერი

  25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო სახელწოდებით - „არა ძალადობას“.

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და განათლებისა და  კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელზეც საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის თემაზე მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.