22 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სერდარ ჩამი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სერქან ქაიალარი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და სხვა ოფიციალური პირები.

 როგორც ცნობილია, ცენტრის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, 2017 წელს განხორციელდა. სამედიცინო დაწესებულება აღიჭურვა შესაბამისი აპარატურითა და ავეჯით. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე თურქეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გადაამზადეს ცენტრის 18 ექიმი და 20 ექთანი.

  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პროექტის განხორციელებით სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი ამიერიდან დღიურად 60 პაციენტს სტაციონალურ, ხოლო 20 პაციენტს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს, რაც წლიურად 3000 პაციენტის სტაციონალურ და 9-10 000 ამბოლატორიულ მომსახურებას ნიშნავს.