20 ნოემბერი

  1989 წლის 20 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ბავშვთა უფლებების მსოფლიო კონვენცია მიიღო. უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, საქართველო 1994 წელს შეუერთდა, რითაც ჩვენმა ქვეყანამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ვალდებულება იკისრა.

 კონვენცია 54 მუხლისაგან შედგება და მოიცავს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტანდარტებს მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის. ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული და ჰქონდეს შესაბამისი პირობები ზრდისა და ნორმალური განვითარებისთვის. ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა ნიშნავს ვიზრუნოთ მომავალზე, სწორედ ამიტომ რეგიონსა და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივ, არა ერთი პროგრამა თუ პროექტი ხორციელდება. მათი მიზანი კი კონვენციით საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და დღეს არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებაა.