12 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ ბლადაძემ პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

 „დღეიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას ვაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ანუ პოლიტიკური გაერთიანება - „პატრიოტთა ალიანსიდან“ დამოუკიდებლად.

 ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ვტოვებ პარტიას. მიზეზი გახლავთ ჩემი ხედვების შეუთავსებლობა პარტიის ხელმძღვანელობასთან.

 აქვე, მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩევლებს და აღვნიშნავ, რომ მიუხედავად პარტიიდან წამოსვლისა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან ჩემი ურთიერთობა დარჩება მეგობრული და კოლეგიალური!

 ვფიქრობ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, მე უფრო მეტად ვიქნები ჩართული ჩემი რეგიონის მოსახლეობის ინეტერესების დაცვაში, მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანაში და ეფექტურ რეაგირებაში.

 არცერთი პარტია, არცერთი საქმე არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ხალხის მსახურება. ამიტომ მე, როგორც უკვე პარტიიდან დამოუკიდებელიც მაქსიმალურად ბევრ დროს დავუთმობ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საკითხებს», - ნათქვამია მერაბ ბლადაძის განცხადებაში.