04 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატებს უმასპინძლეს, უკრაინის დელეგაციას საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვადიმ შკაროვსკი ხელმძღვანელობდა.

 ბათუმში, „ ანბანის კოშკში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ევროპის რეგიონთა ასამბლეის  შავი ზღვის მე-7 სამიტზე  დასახული რეგიონთაშორის ურთიერთობების განვითარების გეგმის, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის საოლქო საბჭოს შორის შარშან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორცილებაზე გაამახვილეს ყურადღება.