30 ოქტომბერი

 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები - „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს აჭარის  უმაღლესი საბჭოს აგრარულ  და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. მის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტები კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან შესაბამისი სპეციალიზაციის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ ბლადაძემ წარმოადგინა. ვახტანგ წულაძემ მომხსენებელს საკონსულტაციო საბჭოს წესდებისა და დებულების შემუშავების წინადადებით მიმართა.