23 ოქტომბერი

 ფრაქცია ,,ქართული ოცნება-აჭარის’’ 22 ოქტომბრის სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა - დავით ბაციკაძემ (ფრაქციის თავმჯდომარე), ცოტნე ანანიძემ და ვახტანგ წულაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს  და  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 355 მუხლის მე-6 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად ასარჩევად ერთხმად დაუჭირეს მხარი სოსო სტურუას კანდიდატურის წარდგენას.