22 ოქტომბერი

 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა  შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ გასვლით სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.

 დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სხდომის მონაწილეებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე მიესალმა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო  მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველი გასვლითი სხდომა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივმა კომიტეტმა გამართა და მთლიანად რეგიონის გამოწვევებს მიუძღვნა.

 სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მთლიანად აჭარის თემატიკას დაეთმო. კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს აჭარის დეპუტაცია საქართველოს პარლამენტში, მსგავსი სხდომები კი ამ პროცესების დაჩქარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 „დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალით, შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას“,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა გასვლითი სხდომის მაღალმთიან აჭარაში ჩატარებისთვის.

დღის წესრიგის პირველი საკითხი - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.  კანონის პროექტის თანახმად,  იზრდება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში.

    კომიტეტმა ლადო მგალობლიშვილის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.

    სხდომაზე მიმოხილვითი ინფორმაცია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებზე
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, მუნიციპალიტეტების
მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს.

      აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამის კანონებში ჩაშლის აუცილებლობაზე, რეგიონში მიწის რეფორმის დაგვიანებით წარმოქმნილ გამოწვევებსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა მიღებაც კანონმდებლობიდან და დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარეობს.

      სხდომაზე განიხილეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.