30 დეკემბერი

29 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული ჟურნალისტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორებმა 2016 წელს საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპორტულ ასპარეზობებზე მიღწეული შედეგებისათვის 10 საუკეთესო, 10 წარმატებული სპორტსმენი, 12 საუკეთესო მწვრთნელი, 3 სპორტული ფედერაცია, მედიის წარმომადგენლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოეს.