„შუახევობა - 2019“ და „ფუძეობა - 2019“

19 ოქტომბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში-ხვიჩა შარაშიძე,   რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „შუახევობა -2019-სა“ და „ფუძეობა -2019-ს“ დაესწრნენ.

 ტრადიციულ დღესასწაულთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის ფოლკლორული ფესტივალი - „ფუძეობა - 2019“ გაიმართა. სახალხო ზეიმისათვის ღია ცის ქვეშ ეთნოკუთხეები, ე.წ. სამეწარმეო მარკეტი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-ბაზრობა მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი ნიმუშები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები.

 სახალხო დღესასწაულზე, ტრადიციულად, დასახელდნენ „საპატიო შუახეველები“, რომლებსაც სიგელები, სხვებთან ერთად, დავით გაბაიძემ და ხვიჩა შარაშიძემ გადასცეს.

  სახალხო ზეიმი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების კონცერტებმა, კულტურულ-სპორტულმა ღონისძიებებმა და „ბერიკაობამ“ გაალამაზა.

 

 

განცხადებები