30 დეკემბერი

29 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“, ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თურქეთის 2016 წლის 15 ივლისის ცნობილი მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და მთავრობის წევრები, თურქეთის ართვინის გუბერნიის გუბერნატორი ომერ დოღანაი ესწრებოდნენ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ამსახველი 54 ფოტო გამოიფინა. ივლისის მოვლენებს 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა ასეულობით მოქალაქე.

ანატოლიის სააგენტოს - „Anadolu Ajansi-ის” მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა 6 იანვარს დაიხურება.