მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

15 ოქტომბერი

  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე, 15 ოქტომბერს, საკონკურსო კომისიამ მეორე ეტაპზე გადასულ 10 კანდიდატს მოუსმინა.

 კონკურსანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციები წარმოადგინეს და კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.

 თითოეულ კანდიდატს კონცეფციის წარდგენისთვის არაუმეტეს 10 წუთი, კითხვა-პასუხისათვის არაუმეტეს - 20 წუთი ჰქონდა.

 ღია კონკურსის მეორე ეტაპზე 19 კონკურსანტი მონაწილეობს. 16 ოქტომბერს საკონკურსო კომისია 9 კანდიდატს მოუსმენს.

განცხადებები

პრეს-რელიზი