04 ოქტომბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-17 სხდომა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ბიურომ ასევე იმსჯელა და დაამტკიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება.

ორივე საკითხი ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.