26 სექტემბერი

   ხელისუფლების წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის -ბარათაულის, ჭვანას და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მოსაზრებებს გაეცნენ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით.